2016 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა 700 000 დევნილს მისცა თავშესაფარი.
2015 წელს ეს მაჩვენებელი 330 000-ს შეადგენდა. აღნიშნულ მონაცემებს ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური Eurostat აქვეყნებს.
როგორც Eurostat-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია აღნიშნული, გერმანიამ 2016 წელს თავშესაფარი 445 000 დევნილს მისცა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს სამჯერ აღემატება. გერმანიის შემდეგ თავშესაფრის უზრუნველყოფის მაჩვენებლით მოდიან: შვედეთი (69 350), იტალია (35 450) და საფრანგეთი (35 170). აქედან ნახევარზე მეტი სირიელ დევნილებზე მოდის. ასევე აღსანიშნავია, რომ სირიელი დევნილების მიერ თავშესაფრის მიღების შესახებ ჩაბარებულ განაცხადებზე 98%-მა დადებითი პასუხი მიიღო.