საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, 2017 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.
„მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.4 მილიარდი ლარით, ანუ 1.5%-ით გაიზარდა და 29.8 მილიარდი ლარი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი 4.8%-ით გაიზარდა.
„საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.3 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.5%-ია,“- აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.