თურქეთის მრავალპროფილურმა სამედიცინო ცენტრმა „აჯიბადემმა “ საქართველოში ოფიციალური ოფისი გახსნა

მსოფლიო დონის მკურნალობა, რომელსაც თურქული მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „აჯიბადემი“ პაციენტებს სთავაზობს, საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება. ცენტრის ოფიციალური ოფისი დღეს თბილისში, ჭავჭავაძის ქ.58-ში გაიხსნა.

ორგანიზაციის ცნობით, ოფისი უფასოდ მოემსახურება და დაეხმარება მოქალაქეებს თურქეთში, „აჯიბადემის“ კლინიკაში მკურნალობისთვის საჭირო ყველა საკითხის მოგვარებაში.

„აქ იმისთვის ვართ, რომ ვითანამშრომლოთ საქართველოს ჯანდაცვასა და ექიმებთან. „აჯიბადემის“ ჯანდაცვის ჯგუფს აქვს საკუთარი ლაბორატორია, მობილური ჯგუფები, 22 საავადმყოფო და 19 სამედიცინო ცენტრი არამარტო თურქეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. მათ შორის მაკედონიაში, ერაყში, ჰოლანდიასა და სხვა ქვეყნებში. „აჯიბადემის“ კლინიკები, სადაც ძალიან გამოცდილი ექიმი სპეციალისტები მუშაობენ, უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი,“- განაცხადა ოფისის გახსნაზე „აჯიბადემის“ ბიზნესის განვითარების დირექტორმა მურატ პეკმეზოღლუმ.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, საქართველოდან „აჯიბადემში“ ასეულობით პაციენტი მკურნალობს. რისთვისაც მათ სტამბულის სათაო ოფისთან დაკავშირება უწევდათ. ახალი ოფისის საშუალებით კი ინფორმაციისა და საჭირო დახმარების მიღება საქართველოშივე გახდება შესაძლებელი, რაც პაციენტებს საქმეს მნიშვნელოვნად გაუადვილებს.

„ჩვენი ოფისის მთავარი ფუნქციაა, დაეხმაროს პაციენტებს შესაბამისი მომსახურების მიღებაში. კერძოდ, ჩვენი ოფისი უზრუნველყოფს პაციენტის დიაგნოზისა და ყველანაირი მონაცემის თარგმნასა და „აჯიბადემში“ გადაგზავნას. რის შემდეგაც პაციენტებს შეეძლებათ "აჯიბადემის" ექიმების ე.წ. „მეორადი აზრის“ მოსმენა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ეს მომსახურება ყველასთვის უფასოა. ამასთან, წინასწარ ვგეგმავთ პაციენტის თურქეთში გამგზავრების ყველა დეტალს. თურქეთში ჩასვლისას პაციენტს აეროპორტშივე დახვდება მძღოლი და თარჯიმანი, რაც ასევე უფასო მომსახურებაში შედის,“-აცხადებს „აჯიბადემ საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეკლე მუმლაძე.

საქართველოში „აჯიბადემის“ ოფისის გახსნის მნიშვნელობაზე საუბრობს ნათია ინასარიძეც, რომელიც მათ კლინიკაში თავის შვილს მკურნალობდა.

როგორც ინასარიძე აღნიშნავს, რიგ შემთხვევაში კლინიკასთან დაკავშირებას იმდენი დრო მიჰქონდა, რომ შესაძლოა ამასობაში მკურნალობაც კი დაგვიანებულიყო. ახლა კი საქართველოში მათი ოფისის გახსნით, მოქალაქეებს სწრაფად და მარტივად შეეძლებათ მთელი რიგი პროცედურების მოგვარება.

„აჯიბადემ საქართველოს“ დირექტორის ნინო ლობჟანიძის თქმით, მჭიდრო თანამშრომლობა იგეგმება ქართველ ექიმებთან. როგორც ის აღნიშნავს, ამ მხრივ არაერთი ღონისძიება განხორციელდება.

„ვგეგმავთ ერთობლივი კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებას, ქართველ ექიმებს მიეცემათ შესაძლებლობა გაირონ ტრენინგები და დახელოვნდნენ უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებაში. ვაპირებთ ასევე მრგვალი მაგიდების ჩატარებას თურქ და ქართველ კოლეგებთან ერთად, სადაც რთული და საინტერესო სამედიცინო შემთხვევები განიხილება. გარდა ამისა, ვიმედოვნებ, რომ ქართველ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა დიპლომის შემდეგი განათლება "აჯიბადემის" უნივერსიტეტში მიიღონ, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტია სტამბულში,“-აღნიშნა ლობჟანიძემ.

„აჯიბადემი“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელიც პაციენტებს ნებისმიერი მიმართულების მკურნალობას სთავაზობს.

2016 წელს „აჯიბადემში“ მკურნალობა დაახლოებით 4 500 000 ადამიანმა ჩაიტარა. მათ შორის 30 000 პაციენტი მსოფლიოს 47 ქვეყნიდან იყო ჩამოსული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარდა „აჯიბადემს“ მსოფლიოს მასშტაბით 30 ოფიციალური ოფისი აქვს. რაც შეეხება საქართველოს ოფისს, ის მოქალაქეებს უკვე დღეიდან მოემსახურება. დამატებითი ინფორმაციის მიღება კი ოფისის ნომერზე 2 15-85-00 არის შესაძლებელი.

მისამართი - თბილისი, ჭავჭავაძის ქ. 58

ნომერი - 2 15 85 00

(R)