საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ახალქალაქში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ უაქციზო სიგარეტს, კერძოდ: 500 კოლოფ DONTABAK-ს, 480 კოლოფ GARNY PREMIUM BLUE-ს, 580 კოლოფ VIP-ს, 140 კოლოფ BLACK TIP-ს, 80 კოლოფ BLACK TIP COMPACT-ს და 10 კოლოფ AKHTAMAR-ს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4 - დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.