ერთ კვირაში თბილისის ქუჩების ნარჩენებით დაბინძურების 500-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

ერთი კვირის განმავლობაში, მუნიციპალური ნარჩენებით დაბინძურების 500-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი , - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა.

“ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამ კუთხით გააქტიურდნენ ჩვენი სამინისტროს გარემოს დაცვის ზედამხედველობის თანამშრომლები, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მათ მიერ მუნიციპალური ნარჩენებით დაბინძურების 500-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი”, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩნდნენ, თუმცა მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის 20 აპრილიდან აჯარიმებენ.