„თეგეტა მოტორსმა“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, პროფესიული განათლების სასწავლებლების კონკურსში გამარჯვებული გუნდი სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.
„თეგეტა მოტორსის“ რჩეული გუნდი გახდა, ბათუმის კოლეჯ „ბლექსის“ გუნდი „ნანო“, პროექტისთვის - "დაცვის სისტემა".
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად 14 სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიები (ფაბლაბები) ფუნქციონირებს, სწორედ ამ ფაბლაბების გამოყენებით დაამზადეს ფინალურ ეტაპზე გადასულმა სტუდენტურმა ჯგუფებმა იდეების პროტოტიპები.
„თეგეტა მოტორსი“ მხარს უჭერს ინოვაციური იდეებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას, რაც განაპირობებს რეალურ შესაძლებლობას სტუდენტების დასაქმებისთვის.