საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა 2017 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა.
აღნიშნული ინდექსის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შედის. აღსანიშნავია, რომ 2016 წელთან შედარებით საქართველოს სტატუსი არ შეცვლილა.
საქართველომ 50 ქულა მიიღო. ინდექსის მიხედვით, 0 ქულა ნიშნავს ყველაზე თავისუფალს, ხოლო 100 - ყველაზე ნაკლებად თავისუფალს.
ანგარიშში ასევე შეფასებულია საქართველოს საკანონმდებლო (13/40), პოლიტიკური (21/40) და ეკონომიკური (16/30) გარემო.
აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, ხოლო გლობალურ რეიტინგში 102-ე პოზიციაზეა. პოსტსაბჭოთა სივრცეში ნაწილობრივ თავისუფალი სტატუსი მხოლოდ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გააჩნია.