ქვეყანაში არასამეწარმეო სუბიექტების ”ბუმია”

თებერვალში ქვეყანაში რეგისტრირებულ ბიზნეს-სუბიექტთა რაოდენობა იანვართან შედარებით 8.1%-ით, წინა წელთან კი - 5.9%-ით გაიზარდა და 4 194 ერთეული შეადგინა.

მათ შორის, ერთ თვეში სამეწარმეო სუბიექტთა რაოდენობამ 6.9%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების - 46.2%-ით მოიმატა. წლიურ ჭრილში სამეწარმეო სუბიექტების 5.6%-იანი, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების 11.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით ყველაზე დიდი რაოდენობით, 15,3%-ით, ინდმეწარმეთა რაოდენობა გაიზარდა და 2596 ერთეული შეადგინა. 12,4%-ით შემცირდა ახლადდარეგისტრირებულ შპს-თა რიცხვი (1399 ერთეული).

ერთი წლის განმავლობაში 14 ახალი კოოპერატივი შეიქმნა.