გასული წლის განმავლობაში არსებული დაძაბული და არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გამო, კომპანიებმა გაფართოვება დროებით შეწყვიტეს.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მედია გამოცემები, არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოში ძირითადად, გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვებას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის დონალდ ტრამპის მიერ დაკავებასა და ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის გავრცელების ზრდას მოიაზრებენ.
ManpowerGroup Employment-ის კვლევის თანახმად, კვლევაში მონაწილე 43 ქვეყნის კომპანიიდან 39 ქვეყნის კომპანია მუშახელის რაოდენობის ზრდას გეგმავს, განსაკუთრებით კი აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში.
ახალი ზელანდია: +13%
- ქვეყანას ცხოვრების ხარისხის მიხედვით პირველი ადგილი უკავია და დაოჯახებულ ადამიანებს შორის სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს.გვატემალა: +13% - გვატემალას ეკონომიკაში წამყვანი ადგილი კერძო სექტორს უკავია, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 85%-ის გენერირებას ახდენს. კომპანიებს მომავალ კვარტალში პერსონალის მნიშვნელოვნად გაზრდა სურთ.
ბულგარეთი: +13% - ქვეყანამ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა განიცადა და ახლა ადამიანური რესურსის დეფიციტს განიცდის.
ჰონგ-კონგი: +14 - ქვეყანა შესაძლოა საცხოვრებლად ყველაზე ძვირად ღირებული ადგილი იყოს თუმცა, აზიის ფინანსური ჰაბია.
რუმინეთი: +16%
- ქვეყანა კომპანიებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება, რადგან საცხოვრებლად ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქვეყანაა, შესაბამისად ანაზღაურებაც დაბალია, თუმცა, საბოლოო ჯამში, ცხოვრების ხარისხი მისაღებია.ამერიკის შეერთებული შტატები: +17% - ახლა როცა საპრეზიდენტო არჩევნები დასრულებულია, კომპანიებს შეუძლიათ გაფართოვებაზე იზრუნონ.
უნგრეთი: +17% - ევროპის მასშტაბით ის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქვეყანაა, ამასთანავე შრომითი ბაზარი საკმაოდ სიცოცხლისუნარიანია.
ინდოეთი: +18% - ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და განვითარებისკენ სწრაფად მიმავალი ქვეყანაა, რომელიც მომსახურე პერსონალის 18%-ით გაფართოვებას გეგმავს, მათ შორის სამრეწველო სექტორში.
სლოვენია: +22 - როგორც ჩანს, აღმოსავლეთ ევროპაში კომპანიები მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავენ.