სუპერმარკეტების ქსელის „ფურშეტის” გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოება დაიწყო. მეურვედ კი აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა.
როგორც საქალაქო სასამართლოს საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, სასამართლოს შპს ,,ფურშეტ ჯორჯიას’’ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დასაწყებად შპს ,,რითეილ კაპიტალ ჯორჯიას’’ დირექტორმა მამუკა შეწირულმა და შპს ,,სენატორის’’ დირექტორმა პეტრე გელაშვილმა მიმართეს. მათი ცნობით, ფურშეტს ,,რითეილ კაპიტალ ჯორჯიას’’ მიმართ 7 885 323 70 ლარის; ხოლო ,,სენატორის’’ მიმართ 164 937.13 ლარის დავალიანება აქვს და მისი გადახდის უნარი არ გააჩნია.
სასამართლოს საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, კრედიტორთა პირველი კრება 2017 წლის 2 ივნისს ჩაინიშნა.
ბოლო თვეების განმავლობაში, იმპორტიორები აქტიურად საუბრობდნენ სავაჭრო ქსელების მათ შორის „ფურშეტის“ მძიმე მდგომარეობის შესახებ. ამის მიზეზი კი სადისტრიბუციო კომპანიების მიმართ გაუსტუმრებელი ფინანსური დავალიანება იყო.