საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და “სადახლო-საავტომობილო“ 20-25 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას , არადეკლარირებული 17 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტი, ასევე ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (4,93 გრამი) აღმოაჩინეს.
როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, მედიკამენტების საერთო საბაჟო ღირებულებამ 3354,9 ლარი შეადგინა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, არადეკლარირებული მედიკამენტების შემომტან მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 3354,9 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო მარიხუანასთან დაკავშირებული საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონულ სამმართველოს გადაეცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.