ვილნიუსში 5-6 მაისს ბალტიისპირეთის ქვეყნების ყველაზე მასშტაბური ღვინის საერთაშორისო გამოფენა „ღვინის დღეები 2017“ გაიმართება, რომელშიც ღვინის მწარმოებელი 6 ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, ღონისძიებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიტვაში ხათუნა სალუქვაძემ.
მსგავსი ღონისძიება 27 აპრილს უკვე გაიმართა კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში. სამხრეთ აზიაში უმსხვილესი ღვინის გამოფენის Seoul International Wines&Spirits EXPO2017-ის გახსნის საზეიმო ცერემონიას, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინოები, კორეაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი დაესწრო.