საერთაშორისო კვლევების თამახმად, გასული 10 წლის განმავლობაში ღვინის აქტივების 267% გაძვირდა. შედარებისთის - S&P-ს ინდექსი 10 წელიწადში მხოლოდ 57%-ით გაიზარდა, ხოლო 2016 წელს - 17%-ით. ფინანსისტების აზრით, ასეთი უცნაური ზრდა იმან გამოიწვია, რომ 2016 წელს ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე ტრადიციულმა საინვესტიციო ინსტრუმენტებმა - აქციებმა და ობლიგაციებმა - მიმზიდველობა ნაწილობრივ დაკარგა.
ამას ხელს უწყობს დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადი პოლიტიკა, კონფლიქტის გაღრმავება სირიაში, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა და ევროკავშირის დაშლის საფრთხე. ალტერნატიული საინვესტიციო აქტივებს ეს ფაქტორები არ ეხება - გეოპოლიტიკა არ მოქმედებს ღვინოზე. თუმცა ინვესტიციებისთვის ნებისმიერი სახის ღვინო არ გამოდგება - ჩვეულებრივ, მაღაზიის ღვინოსგან საინვესტიციო ღვინოს რამდენიმე კრიტერიუმი განასხვავებს.
მიუხედავად იმისა, რომ უმსხვილეს საფინანსო პლატფორმებზე პრესტიჟული ღვინოების ფიუჩერსები არ იყიდება, ამ სეგმენტში ფასთწარმოქმნა მაინც ბირჟაზე ხდება - ბრიტანეთის ღვინის ბირჟა London International Vintners Exchange (Liv-ex)-ზე. აქ ინვესტორებს შეუძლიათ იყიდონ ან გაყიდონ ძვირადღირებული ღვინოები, თვალი ადევნონ თავიანთი პორტფელის ღირებულების ცვლილებას, ან დაიქირავონ ადგილი ფრანგულ მარანში საკუთარი კოლექციისთვის.
ამჟამად ძვირფასი ღვინოების ბაზრის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა საინვესტიციო სასმელის ექსპერტის ნიკ მარტინის აზრით, 2014 წელს კოლექციური ღვინოების მეორადმა გაყიდვებმა 2 მლრდ სტერლინგს მიაღწია. თანაც ეს მონაცემები არ ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდებს, რომლებიც ასევე ხშირად დებენ ფულს ღვინოში. იხილეთ გაგრძელება