თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გეგმის მიღებას არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" სამართლებრივ ასპექტში შენიშვნებსა და რეკომენდაციებს აძლევს.
გეგმის განხილვა დღეს სასტუმრო "რუმსში" გაიმართა, რომესაც გენერალურ გეგმაზე მომუშავე "სითი ინსტიტუტის" დირექორი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექსპერტები და არქიტექტორები ესწრებოდნენ.
"ახალგაზრდა ადვოკატების" არჩილ კაიკაციშვილის მოხსენების შემდეგ ასეთი შეფასება გააკეთა არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე, არქიტექტორმა დავით აბულაძემ:
"მართალია მე არ ვარ ამ პროექტია ავტორთა შორის, მაგრამ როგორც არქიტეტორი გარკვეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. თუმცა, ამ დისკუსიის დროს საკითხი ისეთი რაკურსით განვითარდა სამართლებრივ ასპექტებში, რომ მგონი ცოტა ავცდით მთავარ თემას. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თქვენი მოხსენების შემდეგ, რომ შემოვლენ ამ დარბაზში და ხელბორკილს დამადებენ და ისე გამიყვანენ აქედან",- აღნიშნა არქიტექტორმა და აქვე ხაზი გაუსვა, რომ პროცესში მესამე სექტორის ჩართვა და დისკუსიები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკითხი დედაქალაქის დაგეგმარებას ეხება.
ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" მოითხოვენ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ახალი დოკუმენტი მაღალი ლეგიტიმაციის პირობებში, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეულმა ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის თვითმმართველობამ უნდა მიიღოს.
"ახალგაზრდა ადვოკატებს" მიზანშეწონილად მიაჩნია ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის მოხდეს თბილისის მიწათარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო დოკუმენტის უზრუნველყოფა. ამ თვალსაზრისით, დოკუმენტი გამოქვეყნდეს და მოქალაქეებს მიეცეთ გონივრული ვადა წინადადებების, შეფასებებისა და ალტერნატიული ხედვების წარმოდგენისთვის;
ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნვეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ფორსირებულად, დაჩაქრებული წესით, საზოგადოებრივი აზრისა და სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, არ მიიღოს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი, გასწორდეს და არსებულ საკანონმდებლო-რეგულაციის წესებთან შესაბამისობაში მოვიდეს დოკუმენტის ხარვეზული მხარეები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ობიექტებს შეექმნათ მეტი დაცულობის საფუძვლები;
ორგანიზაცია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საკითხის მნიშვნელობისა და ცვლილებების მასშტაბურობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს დოკუმენტის მისაღებობის საკითხზე თბილისის მოსახლეობის აზრის დადგენას. ამ თვალსაზრისით, ორგანიზაციას საჭიროდ მიაჩნია, დოკუმენტის მიმართ სამართლებრივი და პოლიტიკური დამოკიდებულება დადგინდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, ქალაქ თბილისში მოსახლეობის საყოველთაო გამოკითხვით პლებისციტის ჩატარების უზრუნველყოფით. ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნვეს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის კენჭისყრის საკითხი დადგეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული, ახალი ლეგიტიმაციის შედეგად ფორმირებული ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის თვითმმართველობის პირობებში.
ასევე, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის იმპლემენტაციამდე, აუცილებელია მომზადდეს ანალიზი, რომელიც შეეხება საქართველოს კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის ზემოქმედების ფარგლების მიზანშეწონილობასა და მათი თავიდან არიდების, საფრთხის აღმომფხვრელ წინაპირობებს;
"ახალგაზრდა ადვოკატებს" აუცილებლად მიაჩნია, სათანადო დასაბუთება მიეცეს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტით შემოთავაზებული ისეთი ინსტიტუციური ცვლილებების მიზანშეწონილობას, რომელიც დაკავშირებულია განსაკუთრებით სამ მოსალოდნელ ინფრასტრუქტურულ ცვლილებასთან - რკინიგზის გადატანა, აგლამის ქუჩაზე არსებული ვიწრო ყელის გაფართოება, ქალაქის ცენტრალური ტერიტორიიდან სარკინიგზო ფუნქციის გატანის შემდგომ დიდუბის სადგურიდან ცენტრალურ ვაგზლამდე გამოთავისუფლებული ტერიტორიის ათვისება მრავალფუნქციური საქალაქო ცენტრის დანიშნულებისთვის.
ასევე, ორგანიზაცია აუცილებელ ღონისძიებად მიიჩნევს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის იმპლემენტაციამდე, ცვლილებების სათანადო ფინანსური დოკუმენტის შექმნას, სადაც მკაფიო გახდება მგგ-ის ფინანსური მხარე, ასევე კერძო ინტერესების შეზღუდვის შემთხვევებისთვის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციის პირობები, სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვის შემთხვევაში ალტერნატიული წინადადებათა დასაბუთების და მათი ეკონომიკურად მომგებიანი სივრცეების გადანაწილების საკითხი. "ახალგაზრდა ადვოკატები" თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო.
ორგანიზაციამ 2017 წლის 6 აპრილს მონიტორინგის პირველადი შეფასებითი ნაწილი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობდა. ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგები ორგანიზაციის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია. ორგანიზაციამ დოკუმენტი მიაწოდა საკითხით დაინტერესებულ საჯარო და კერძო ინსტიტუციებს, დიპლომატიურ კორპუსს და მედიას.