მიმდინარე წლის თებერვალში ვადაგადაცილებული სესხები 31.3 მილიონი ლარით შემცირდა და 405.5 მილიონ ლარს გაუტოლდა.
მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.1% იყო.
როგორც ეროვნული ბანკის გასული თვის მიმოხილვაშია აღნიშნული, ვადაგადაცილებული სესხების 43.1% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 3.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 60.0%-ს გაუტოლდა.