2017 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 470.6 მილიონი ლარით (2.9%-ით) შემცირდა და 16.1 მილიარდ ლარს გაუტოლდა.
2016 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში კი, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 12.6%-ით არის გაზრდილი.
სადეპოზიტო ვალდებულებების შემცირებაზე გავლენა ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის დეპოზიტების გადაფასებით გამოწვეულმა კლებამ მოახდინა.
საანგარიშო პერიოდში, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 62.5 მილიონი ლარით (1.3%-ით) გაიზარდა და 4.95 მილიარდი ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტით დეპოზიტების ზრდა გამოიწვია იურიდიული პირების ანგარიშების მატებამ. ფიზიკური პირების დეპოზიტები 7.8 მილიონი ლარით; ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტები 36.9 მილიონი ლარით გაიზარდა.
უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე, 0.8 პროცენტიანი (37.4 მილიონი დოლარი) ზრდა დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 4.55 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების ზრდით არის განპირობებული.
სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპიდან გამომდინარე 2017 წლის მარტში, დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 69.2%-ს გაუტოლდა.