თქვენი CV-ის შთამბეჭდავი ქულებით შევსება საკმარისი აღარ არის. პროფესიული კვალიფიკაციის პარალელურად, დამსაქმებლები კანდიდატების სხვა უნარ-ჩვევებსაც დიდ ყურადღებას აქცევენ.
ექსპერტები ცალსახად ამტკიცებენ, რომ კოგნიტურ ცოდნასთან ერთად, არაკოგნიტური თვისებებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. არაკოგნიტური თვისებებია, თუ როგორ შეგიძლია სხვებთან კომუნიკაცია, როგორ ხელმძღვანელობ ჯგუფს და რამდენად თვითმოტივირებული ხარ. ამ თვისებების გამომუშავება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის განათლების დონესა და მშობლებზე. თუმცა, მათი შესწავლაც შესაძლებელია.
ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევის Hamilton Project-ის ფარგლებში მენეჯერები აცხადებდნენ, რომ მათ სათანადო არაკოგნიტური თვისებების მქონე თანამშრომლების მოძებნა უფრო უჭირდათ, ვიდრე ტრადიციული ცოდნის მქონესი.
”დამსაქმებლების 20%-ზე ნაკლები აცხადებს, რომ ახალ კურსდამთავრებულებს აკლიათ მათემატიკის იმ დონეზე ცოდნა, რაც სამუშაო პროცესისთვისაა საჭირო. ნახევარზე მეტმა კი ამბობს, რომ ახალ კურსდამთავრებულებს დეტალებზე ყურადღების კონცენტრაცია უჭირთ. მენეჯერების თანაბარი რაოდენობა აღნიშნავს პროფესიული წერისა და კომუნიკაციის უნარის დეფიციტს. გამოკითხულთა მესამედი კი ამბობს, რომ კურსდამთავრებულებს მონაცემების ანალიზისა და ჯგუფური მუშაობის უნარი არ აქვთ,” - წერია ანგარიშში.
Hamilton Project-ის მიხედვით, არაკოგნიტური უნარები შრომითი ბაზრისთვის 4 ეკონომიკური მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი:
დღევანდელი სამსახურები მეტ არაკოგნიტურ ცოდნას მოითხოვს, ვიდრე ეს ადრე იყო.
სამსახურები, სადაც სოციალური კომუნიკაციის და მომსახურების გაწევის თვისებებია აუცილებელი, 16-17 პროცენტით გაიზარდა 1980-იანი წლების შემდეგ. სამსახურები კი, რომლებიც მათემატიკის მაღალ დონეზე ცოდნას მოითხოვენ მხოლოდ 5%-ით გაიზარდა.
შრომითი ბაზარი უფრო და უფრო აფასებს არაკოგნიტურ თვისებებს.
რაც უფრო მაღალია დასაქმებულის არაკოგნიტური თვისებები, მით მეტია მისი ანაზღაურება. მაგალითად, დასაქმებული საშუალო ანაზღაურება, რომლის კოგნიტური ცოდნა 100 ქულით ფასდება, 55 000 დოლარია. ხოლო ასევე 100 ქულით შეფასებული არაკოგნიტური თვისებების მქონე დასაქმებულის ანაზღაურება 65 000 დოლარია.
არაკოგნიტიური თვისებების მქონე დასაქმებულების უმეტესობა სრულ განაკვეთზე მუშაობს.
კარგი არაკოგნიტური თვისებების მქონე 25-33 ასაკობრივი კატეგორიის ადამიანების სრულ განაკვეთზე დასაქმება 3 პუნქტიდან 5 პუნქტამდე გაიზარდა უკანასკნელი წლების განმავლობაში.
არაკოგნიტური თვისებების არმქონე ადამიანები უმაღლესი განათლების გარეშე რჩებიან.
უკანასკნელი კვლევის თანახმად, არაკოგნიტური თვისებების მქონე ადამიანების თითქმის 100%-მა მიიღო უმაღლესი განათლება. ადამიანების, რომლებსაც ნაკლებად აქვთ განვითარებული არაკოგნიტური თვისებები, 60%-საც არ მიუღია უმაღლესი განათლება.
”მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია ახლოვდება და მისგან სარგებლის მიღება ყველას შეეძლება. ემოციური გაწონასწორებულობა, კრეატიულობა და ადამიანების მართვა გახდება ძირითადი თვისებები, რომლებიც 2020 წელს ადამიანს დასჭირდება დასაქმებისთვის,” - ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნაში.
წყარო: www.weforum.org