საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე 40 000 ლარი დაიხარჯა, მაშინ როდესაც წინა კომისიის ხარჯებმა 360 000 ლარი შეადგინა.
სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„360 000 ლარი დაიხარჯა წინა კომისიის მუშაობისთვის, მაშინ როდესაც შედეგი იყო ნულოვანი. ახალმა კომისიამ 40 000 ლარი დახარჯა იმაში, რომ საქართველოს კონსტიტუციის სრულიად ახალი რედაქცია ჩამოეყალიბებინა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პროცესი ძალიან რაციონალურად იყო დაგეგმილი და ჩვენ დავზოგეთ ჩვენი გადასახადის გადამხდელების თანხები“, - განაცხადა კობახიძემ.