რას მიექცევა ყურადღება სავალდებულო ტექდათვალიერების დროს

ავტომობილების ტექდათვალიერება სამუხრუჭე სისტემის, საჭის მექანიზმის, მაშუქების, საქარე მინის, საბურავებისა და და ღვედების სისტემის გამართულობას მოიცავს,- განაცხადა Allnews.ge-სთან საუბარში "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ხელმძღვანელმა ეკა ლალიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში ტექდათვალიერება ევროპული სტანდარტების შესაბამისად ვერ განხორციელდება, რადგან ქვეყანაში არსებული ავტომობილების 50% 20 წელს გადაცილებულია.

"მეორე ნახევარი ათ წელზე მეტისაა და დაახლოებით 3%-ია ახალი," - განმარტავს ის და დასძენს, რომ ავტომობილების ტექდათვალიერებისთვის თანხა თავად მძღოლებმა უნდა გადაიხადონ, მისი ოდენობა კი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.

ამჟამად, ტექდათვალიერების განხორციელების უფლება 25 კომპანიას აქვს. აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენელი, გიორგი შიოლაშვილი განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შემოწმებას დაახლოებით 120 000 ავტომობილი უნდა გადიოდეს, თუმცა, შესაძლოა, მათი ნაწილი ექსპლუატაციაში ახლა აღარ არის. იხილეთ გაგრძელება