ზურაბ ჭიაბერაშვილი ზურაბ ალავიძეს - ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტში სერიოზული ჩამორჩენაა

,,ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინტერესდა, რატომ არის სერიოზული ჩამორჩენა ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტში , - შესაბამისი შეკითხვით ზურაბ ჭიაბერაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის გაერთიანებულ სხდომაზე მიმართა, სადაც ალავიძემ საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სერიოზული ჩამორჩენაა ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტში და ამ კონტექსტში დეპუტატმა ქუთაისი-სამტრედიის გზის მონაკვეთი, ასევე ქობულეთის შემოვლითი გზა დაასახელა. ჭიაბერაშვილი დაინტერესდა, რით იყო განპირობებული აღნიშნული ჩამორჩენა.

,,თქვენს წინა პრეზენტაციაზე არ გქონდათ ფინანსური გათვლები. კარგი იქნება, რომ ყველა პროექტს ახლდეს თანხები, რომ დავინახოთ, რამდენად რეალისტურია. ამასთან, გვაინტერესებს მომავალ ფინანსურ გათვლებში როგორი იქნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობა”, - მიმართა ჭიაბერაშვილმა ალავიძეს.