გარემოვაჭრეები, რომლებიც ნავთლუღის ბაზრობის ტერიტორიაზე იყვნენ განთავსებულნი, მერიასთან კარვების გაშლით იმუქრებიან

გარემოვაჭრეები, რომლებიც ნავთლუღის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ განთავსებულნი, მერიასთან კარვების გაშლას აპირებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, იმ შემთხვევაში, თუ მერია მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ისინი მერიასთან კარვებს გაშლიან.

"არ გავჩერდებით, რადგან მეტი აღარაფერი დაგვრჩენია. სანგორის ბაზრის ტერიტორიიდან კიდევ ბევრი ხალხი შემოგვიერთდება, აქ მოვალთ ჩვენი კარვებით და დავწვებით მერიის წინ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ირმა ლომიძემ.