დარწმუნებული ვარ, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარედ ხიდის მშენებლობაზე კონცეფცია 2-3 თვის განმავლობაში ჩამოყალიბებული იქნება , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, აღნიშნული პროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ვეფხსა და მოყმეს“ რაც შეეხება, მარტო ხიდის გაკეთება არ იგეგმება, იქ განტვირთვის მონაკვეთი კეთდება, შუქნიშნები რომ არ დაგვჭირდეს. ასევე არის გზის მონაკვეთი, რომელიც ლისის ტბაზე ადის ახალ დასახლებებთან, აქ 2 ვარიანტის შეჯერება მიდის. ხიდიც პრობლემატურია, რადგან ერთ დიდ საცხოვრებელ სახლს უქმნის პრობლემას. ასე რომ, კარგად არის ეს დასაგეგმი. გარდა იმისა, რომ ინფრასტრუქტურული ნაწილია, სოციალურ ნაწილსაც ეხება. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, მერია 2-3 თვის განმავლობაში, კონცეფციაზე ჩამოყალიბებული იქნება, როგორ უნდა გაკეთდეს, თორემ რომ უნდა გაკეთდეს, ამაზე ჩამოყალიბებულები ვართ”, - განაცხადა ალავიძემ.