2017 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს 47,450-ით მეტი (ზრდა +10.2%) ტურისტი ეწვია.
საერთაშორისო მოგზაურების რიცხვმა გასულ თვეში 510,594 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
აპრილის მონაცემებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 222,622 შეადგინა, რაც 50,966-ით მეტია 2016 წლის აპრილის მაჩვენებელზე (ზრდა +29.7%).
2017 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+13.2%), აზერბაიჯანიდან (+7.1%), თურქეთიდან (-19.2%), რუსეთიდან (+16.5%) და უკრაინიდან (+27.2%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, აპრილში გამოირჩეოდა: გერმანია +74%, გაერთიანებული სამეფო +51%, ლიტვა +43% და პოლონეთი +26.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან - უზბეკეთი +332%, საუდის არაბეთი +207%, ირანი +184%, ინდოეთი +114%, ისრაელი +57% და ამერიკის შეერთებული შტატები +34%.
2017 წლის იანვარი - აპრილის მონაცემებით საქართველოს ჯამში 1,776,719 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 176,869-ით მეტია (ზრდა +11.1%)-ია.
2017 წლის პირველ 4 თვეში იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 736,265 შეადგინა, რაც 156,087-ით მეტია 2016 წლის იანვარი-აპრილის მაჩვენებელზე (ზრდა +26.9%).
2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 481 მილიონ დოლარს (ზრდა +12.5%) შეადგენდა, რაც 54 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2016 წლის ჯამური მონაცემებით კი, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.2 მილიარდ (2,166,334,169) დოლარს (ზრდა +11.9%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 230 მილიონი დოლარით მეტია.
ამასთან, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით 6.3%-ს შეადგენს. ზრდა წინა წელთან შედარებით +15.8%-ია.
2016 წლის ჯამური მონაცემებით კი, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.1% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.8%.
2017 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 460,780 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +35%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2016 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,624,808 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +11.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.