რუმინეთი, ხორვატია, მონტენეგრო - ის ქვეყნებია, რომელთა მიმართაც ქართველი მომხმარებლების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ დაბალია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურისტული კომპანია OK travel ავრცელებს.
„სამივე ქვეყანა მდიდარია თავისი ისტორიით, არქიტექტურით. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ქვეყნები ყოფილი ბიზანტიის ნაწილი გახლდათ, ალექსანდრე მაკედონელის მიერაა აგებული ბევრი ღირშესანიშნაობა. გარდა ამისა, ქვიშიანი სანაპიროები, მთისა და ზღვის ნაზავი, საექსკურსიო ტურები, სასტუმროებში მაღალი ხარისხის მომსახურება ამ ქვეყნებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ტურისტებისთვის. ეს ქვეყნები მსოფლიოში ყველაზე სუფთა ლოკაციებად ითვლება.
„საქართველოში ცნობადობა ამ ქვეყნების მიმართ საკმაოდ დაბალია. ამაში წვლილი ტურისტულ კომპანიებსც მიუძღვით, რადგან, როგორც წესი, ტრადიციულ, სტანდარტულ ტურებზე არიან ორიენტირებულნი. ჩვენი კომპანია ცდილობს მომხმარებლებს ტურისტული პაკეტი ამ და სხვა ტურისტული ქვეყნების მიმართულებით შესთავაზოს და დაეხმაროს საინტერესო ადგილების აღმოჩენაში“, - განაცხადა OK travel-ის ტურმენეჯერმა მონიკა ლათიბაშვილმა.