თბილისიდან ბარსელონას მიმართულებით პირდაპირი ფრენების ღირებულება 458 ევროდან დაიწყება

თბილისიდან ბარსელონას მიმართულებით პირდაპირი ფრენები 5 ივლისიდან დაიწყება. ფრენების განხორციელებას საქართველოში Pegasus Airlines-ის წარმომადგენელი „ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი“ (GASA) გეგმავს.

რეისები 13 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება. ფრენები კი კვირაში ერთხელ - ყოველ ოთხშაბათს შესრულდება.

რაც შეეხება ღირებულებას, როგორც GASA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, თბილისი-ბარსელონა-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენის საფასური 458 ევროდან დაიწყება.