ქართლის ქარის ელექტროსადგურმა აპრილში 9 412 000 კილოვატ-საათი გამოიმუშავა

ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ წინა თვეში წარმოებულმა და მიწოდებულმა ელექტრო გენერაციამ 9 412 000 კილოვატ-საათი შეადგინა.

ამის შესახებ, ინფორმაციას სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” ავრცელებს.

ქართლის ქარის ელექტროსადგური სატესტო რეჟიმიდან 27 იანვარს მოიხსნა და მოქმედებს როგორც კვალიფიციური საწარმო. ჩართვის დღიდან სადგურის მიერ გამომუშავებული და მიწოდებული ელექტროენერგია 39 700 000 კილოვატ საათს შეადგენს.