1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4411 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4411 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4416 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6606 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6701 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0095 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.