საქართველოს ეროვნული ბანკმა პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა

საქართველოს ეროვნული ბანკმა პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, ანგარიში მომზადდა "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 68-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად და მოიცავს "ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ", "ეკონომიკის მდგომარეობის ანგარიშს", "ოპერაციებისა და განსახილველი წლის განმავლობაში საქმის მდგომარეობის ანგარიშს" და აუდიტორების მიერ დამოწმებულ "საფინანსო ანგარიშგებას".

წლიურ ანგარიშში განხილულია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა ქვეყნის ცენტრალური ბანკი საანგარიშო პერიოდში, აგრეთვე მისი შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც საანგარიშო წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე.