2016 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 236 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 31 დეკემბრის მდგომარეობით 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
ბანკის ოფიციალური მონაცემების თანახმად, რეზერვების მოცულობის ცვლილებაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გავლენა ივნისის თვიდან კომერციული ბანკებისათვის უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის სარეზერვო ნორმის გაზრდამ მოახდინა.
გარდა ამისა, რეზერვების ცვლილებაზე 2016 წლის განმავლობაში, ტრადიციულად, რამდენიმე ძირითადი ფაქტორი მოქმედებდა: საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონები, საქართველოს მთავრობის ხარჯები და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული კრედიტები და გრანტები.