იანვარ-მარტში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 8.7 მილიონი ტონა შეადგინა

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა.

კერძოდ, 2017 წლის პირველ 3 თვეში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 8.7 მილიონი ტონა შეადგინა.

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის იანვარ-მარტში 80 მილიონი მგზავრი გადაიყვანეს, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი - 77.7 მილიონი იყო.

2017 წლის არსებული მონაცემებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობამ 4.3 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2016 წლის ამავე პერიოდში 4.2 მილიონი ტონა იყო.

2017 წლის იანვარ-მარტში ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობაც გაიზარდა. კერძოდ, 2017 წელს 88.210 კონტეინერი; 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 74.541 კონტეინერი გადამუშავდა.