„თიბისი ბანკისა“ და „ბანკ რესპუბლიკის“ გაერთიანებასთან დაკავშირებით, 5 მაისს, 18:00 საათიდან, „ბანკ რესპუბლიკის“ სერვისები ხელმისაწვდომი აღარ იქნება , „რესპუბლიკიდან“ გამავალი გადარიცხვები კი შეჩერდება 5 მაისს, 16:00 საათიდან, - ამის შესახებ „თიბისი ბანკი“ იუწყება.
„თიბისი ბანკი“ თხოვნით მიმართავს „ბანკ რესპუბლიკის“ მომხმარებლებს, 5 მაისს, 17:30 საათამდე, ფილიალებიდან წაიღონ მათთვის უფასოდ დამზადებული „თიბისი ბანკის“ ბარათები, რადგან 5 მაისს, 23:00 საათის შემდეგ, „ბანკ რესპუბლიკის“ ბარათები აღარ იქნება აქტიური.
„6 და 7 მაისს, „თიბისი ბანკის“ რამდენიმე სერვისი დროებით შეიზღუდება. არ იმუშავებს „თიბისი ბანკის“ ფილიალები, სერვის-ცენტრები, ინტერნეტ და მობაილბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები, განვადების ობიექტები და SMS სერვისი. ხელმისაწვდომი იქნება საბარათე ოპერაციები ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში, ასევე ელექტრონული გადახდები და სატელეფონო ცენტრი.
8 მაისიდან, „თიბისი ბანკის“ ყველა სერვისი სრულად აღდგება, „ბანკ რესპუბლიკის“ კლიენტები „თიბისი ბანკის“ ბაზაში დაინტეგრირდებიან და შეუფერხებლად შეძლებენ მომსახურების მიღებას.
„თიბისი ბანკი“ თხოვნით მიმართავს „ბანკ რესპუბლიკის“ მომხმარებლებს, 5 მაისს, 17:30 საათამდე, წაიღონ მათთვის უფასოდ დამზადებული „თიბისი ბანკის“ ბარათები ფილიალებიდან, რადგან 5 მაისს, 23:00 საათის შემდეგ, „ბანკ რესპუბლიკის“ ბარათები აღარ იქნება აქტიური. ანგარიშის ნაშთები ავტომატურად გადაინაცვლებს „თიბისი ბანკში“ ახლად გახსნილ ანგარიშებზე. 8 მაისიდან ანგარიშებზე მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება „თიბისი ბანკის“ და „ბანკ რესპუბლიკის“ ყველა ფილიალში. დამატებითი ინფორმაციისთვის კლიენტებს შეუძლიათ მიმართონ „თიბისი ბანკის“ ან „ბანკ რესპუბლიკის“ სატელეფონო ცენტრს (+995 32 2 90 90 90 ან +995 32 2 27 27 27).
„თიბისი ბანკი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს, ტექნიკური გაერთიანების გამო, სერვისების დროებით შეფერხებისათვის. დეტალური ინფორმაცია, გაერთიანების შედეგად, პროდუქტებსა და მომსახურებებში განხორციელებულ ცვლილებებზე იხილეთ ბმულზე: http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/q-a“, - აღნიშნულია „თიბისი ბანკის“ ინფორმაციაში.