3-5 მაისს, საქართველოში პირველად ჩატარდება გლობალური პროფკავშირების BWI-ის (მშენებელთა და ხის დამამუშავებელი მრეწველობის ინტერნაციონალი) ევროპის საბჭოსა და ევროპის რეგიონალური ქალთა კომიტეტის სხდომა.
როგორც პროფკავშირებიდან იუწყებიან, გლობალური პროფკავშირები განიხილავენ რეგიონში დასაქმებულთა შრომითი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მდგომარეობის საკითხებს. ასევე, გაიმართება დისკუსიები პროფკავშირული მოძრაობის ახალ ტენდენციებსა და ინიციატივებზე.
”სხდომის მუშაობაში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ქვეყნის 70 წარმომადგენელი. ღონისძიება ტარდება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, მშენებელთა და ტყის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.