რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ „ფოლადის“ სტადიონის სარგებლობისთვის, რუსთავის მერიას შესაძლოა იჯარის თანხა გაუზარდოს.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს საფეხბურთო გუნდ „რუსთავის რუსთავში“ ადასტურებენ, რომ საუბარია იჯარის 5 005 ლარიდან 22 500 ლარამდე გაზრდაზე.
პარალელურად მიმდინარეობს მსჯელობა მერიის მხრიდან სტადიონის შეძენის შესაძლებლობაზე. საკითხის განხილვაში ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობასთან ერთად ჩართულია რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძეც. აღნიშნულ საკითხზე მხეიძე დღეს მეტალურგიული ქარხნის დირექტორს ნუგზარ კაჩუხაშვილს შეხვდა.
„სერიოზული საუბარი გვქონდა. ბატონმა ნუგზარმა თვითონ გამოთქვა მზაობა და მითხრა, რომ ერთ კვირაში სტადიონთან დაკავშირებული საკითხი გადაწყდება. გადაწყდება დადებითად და ქალაქს გადმოეცემა. გარკვეული ვალდებულებებია შესასრულებელი 2 მილიონის ფარგლებში. საუბარი იჯარის გაზრდაზე კი არ მიმდინარეობს,“ - განაცხადა მხეიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ფოლადის“ სტადიონი რამდენიმე წლის წინ მეტალურგიულ ქარხანას სახელმწიფომ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა.