დიდუბის რაიონის გამგეობა თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. 7 მისამართზე ქანობიანი სახურავის, სართულშუა ნაპრალების, შიდა წყალ-კანალიზაციის, შენობის გამაგრებისა და სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები დასრულდა.
როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, ამ დროისთვის, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, დაზიანებული ქანობიანი სახურავისა და სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები ბათუმის ქუჩაზე მიმდინარეობს. ლებანიძის ქუჩის N6-ში კი წყალსაწრეტი მილები იცვლება.
დიდუბის რაიონში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია 4 მისამართზე მიმდინარეობს, ასევე 2 მისამართზე სადარბაზოს კეთილმოწყობისა და შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის სამუშაოები გრძელდება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების მისაღებად, დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში განცხადებები ყოველი თვის პირველიდან 10 რიცხვის ჩათვლით მიიღება.