მოქალაქეები, რომლებსაც 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კერძო დაზღვევა ჰქონდათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ

„ის ადამიანები, რომლებსაც 1 იანვრის მდგომარეობით რაიმე ტიპის დაზღვევა ჰქონდათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვერ ისარგებლებენ“.

ამის შესახებ საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა „რადიო პალიტრას“ გადაცემა „საქმეში“ სტუმრობისას განაცხადა.

„თუ მოქალაქეს 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რაიმე ტიპის დაზღვევა ჰქონდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვერ ისარგებლებს. ასეთი კი ძალიან ბევრი ადამიანია, თვითონ სამინისტროს ათასობით თანამშრომელს აქვს მცირე დაზღვევა და ახლა ცუდ დღეში აღმოჩნდნენ. ასე ვთქვათ, 10 ლარიანი დაზღვევის ამარა არიან, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღმა დარჩნენ,“- განაცხადა ხეჩინაშვილმა.

მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის სარგებლობას ეს ადამიანები 1 ნოემბრიდან შეძლებენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი 1 იანვრის მდგომარეობით არსებულ დაზღვევას გააუქმებენ.

მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის დადგენილებაში კი ვკითხულობთ, „ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1.1. განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები ვერ იქნებიან 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირები. ამ პირთა იდენტიფიცირება კი სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით მოხდება