ლევან რაზმაძე სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე დღეს სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდება.

როგორც  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო იუწყება, ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებით პრეტენზიების მქონე ბიზნესმენების კონკრეტული შემთხვევების (ქეისები) განხილვა, მათი სურვილის შემთხვევაში, შეხვედრაზე შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მოხდება.

შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდება.

„შეხვედრების მიზანია, ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ კონკრეტულ ტენდერებზე, მათი აზრით, პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები. სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს აანალიზებს და მათზე ადეკვატურ რეაგირებას ახდენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.