LG-მ მსოფლიოში ყველაზე დიდი მულტიმონიტორი წარმოადგინა

სამხრეთ კორეულმა კომპანია LG-მ გიგანტური მულტიმონიტორი შექმნა, რომელიც ერთდროულად 4 ეკრანის ფუნქციას ითავსებს.

მონიტორი, სახელწოდებით LG 43UD79-B მასიური 42,5 ინჩის ზომისაა და კომპანიის მონიტორების გამაში ყველაზე დიდი მულტიმონიტორია. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდიც „ელჯის“ ეკუთვნოდა - 38 დიუმიანი ეკრანი.

სიახლე აღჭურვილია 2 HDMI 2.0, ორი HDMI 1.4, ერთი USB Type-C და ერთი DisplayPort 1.2 პორტებით. მას ასევე გააჩნია Dual Controller, რაც საშუალებას იძლევა, მონიტორმა ერთდროულად ორ სხვადასხვა კომპიუტერზე იმუშაოს. რაც შეეხება თავად მულტი დისპლეის კონფიგურაციას, მისი გამოყენება სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი.

მონიტორის ფასი 697 დოლარია და მისი ოფიციალური წარდგენა 9 მაისს მოხდება.

კოკა კვირკველია