სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ერთწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო წილკნის ბაზაზე, ფერმერებს, აგარარული მიმართულების სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს კიტრის, საზამთროს , ნესვის და გოგრის მყნობის ტექნოლოგიებზე ტრენინგი ჩაუტარეს.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, სპეციალისტებმა ტრენინგის მონაწილეებს ის საერთაშორისო სტანდარტები და მეთოდები გააცნეს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია მყნობის პროცესში. მონაწილეებმა მყნობის 4 ძირითადი მეთოდი პრაქტიკულ მეცადინეობაზე, ბოსტნული კულტურების მაგალითზე შეისწავლეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რეგულარულად ატარებს უფასო სასწავლო კურსებს ფერმერების, სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის. მონაწილოებისთვის შესავსები სააპლიკაციო ფორმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ფეისბუქ-გვერდზე იდება.