ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 40 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკიდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა.
„მოთხოვნამ 93 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.300%-ით, მაქსიმალური 7.680%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.552%-ით განისაზღვრა,“ - აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.