“ბეკო” საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობის 20 წელს უამრავი სიურპრიზით, აქციითა და გრანდიოზული გათამაშებით აღნიშნავს

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი "ბეკო" 2017 წელს საქართველოში მოღვაწეობის 20 წელს აღნიშნავს. ამ თარიღს კომპანია სიურპრიზებით, აქციითა და გრანდიოზული გათამაშებით ხვდება.

საიუბილეო ღონისძიების ერთ-ერთ ძირითად კომპონენტზე - გრანდიოზულ გათამაშებასთან დაკავშირებულ დეტალებზე დღეს კომპანიის წარმომადგენლებმა სასტუმრო ”რედისონში”გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

”საქართველოში 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გვინდა მომხმარებელს სიურპრიზები შევთავაზოთ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ”ბეკო” ყველა მომხმარებელზე ზრუნავს. ეს ზრუნვა ყოველთვის გაგრძელდება. საქართველოში ”ბეკოს” 20 წლიანი გზა ძალიან წარმატებულია. აქ ”ბეკო” 60 მაღაზიითა და მომსახურების 5 ცენტრით არის წარმოდგენილი. ბრენდს მსოფლიოს 140 ქვეყანაში 450 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავჩერდებით”, - აღნიშნა ”ბეკოს” გენერალურმა დირექტორმა მეჰმეთ მელექიმ.

უშუალოდ გათამაშების დეტალები მედიას ”ბეკოს” მარკეტინგის დირექტორმა ხატია ტყებუჩავამ გააცნო. მისი ინფორმაციით, ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც „ბეკოს“ მაღაზიათა ქსელში 100 ლარიან შენაძენს გააკეთებს, შესაძლებლობა მიეცემა მომენტალურად მოიგოს სხვადასხვა პრიზი და გრანდიოზულ გათამაშებაში ჩაერთოს.

”გათამაშებაშია საყოფაცხოვრებო ტექნიკა, IT ტექნიკა, მობილურები, ნოუთბუქები, ყურსასმენები და სხვა... ათასობით საჩუქარი. მთელი წლის განმავლობაში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება უამრავი პრიზიდან ერთ-ერთის მფლობელი გახდეს და 2017 წლის „ტოიოტა კოროლა” მოიგოს. თითოეული ბილეთი მოგების სამმაგი შანსის მქონეა. გათამაშების პირველი ეტაპი 20 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისი ივენთ ჰოლში მოეწყობა, მეორე ღონისძიება კი, 2018 წლის 14 იანვარს, ”ისთ ფოინთის” ფილიალში, საქართველოში ”ბეკოს” ყველაზე დიდ მაღაზიაში, გაიმართება”, - აღნიშნა ხატია ტყებუჩავამ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „ბეკო“ მხოლოდ საიუბილეო გათამაშებით არ შემოიფარგლება და მთელი წლის განმავლობაში ერთგული მომხმარებლები ახალი პროექტების, გამორჩეული კამპანიების, სეზონური აქციების, ფასდაკლებების მომსწრენი გახდებიან. (R)