ISO-ს განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ევროპის და აზიის ქვეყნებში ”ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს” ესტუმრა

სპეციალურად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის გაცნობის მიზნით საქართველოში სტანდარტების საერთშორისო ორგანიზაციის ISO-ს განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ევროპისა და აზიის ქვეყნებში ჩამოვიდა.

ალექს იზახოვიჩი უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს, მიმდინარე ტრენინგებსა და სემინარების მოდულებს გაეცნო და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

bpn”საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების წევრი გახდეს. ეს საკითხი კი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული განათლებაზე. ძალიან მომწონს ”ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი”. ასეთი დონისა და სტანდარტების უნივერსიტეტი ბევრი არაა მსოფლიო მასშტაბით.

ISO სერტიფიცირების ფარგლებში 75 ქვეყანას ვესტუმრე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს უნივერსიტეტი ნამდვილად გამორჩეულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ არის სკოლაც და რამდენადა ვიცი, მალე საბავშვო ბაღიც გაიხსნება. ეს კი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, რომ მაღალი დონის განათლება პატარაობიდანვე მიიღონ. ამ უნივერსიტეტს დიდი მომავალი აქვს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით,” - განაცხადა ISO-ს განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ევროპისა და აზიის ქვეყნებში ალექს ეზრახოვიჩმა.

”ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისთვის” საერთაშორისო სტანდარტების თემაზე თანამშრომლობა ორი კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი ეს არის, თვითონ უნივერსტეტში სწავლის ხარისხის დაცვა, რაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. მეორე კი არის საერთაშორისო სტანდარტების უნივერსიტეტში დანერგვა. ეს იქნება სხვადასხვა ტრენინგების, კონფერენციების გამართვა და ამ მიმართულებით მუშაობა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. უახლოეს მომავალში უკვე კონკრეტული პროექტების განხორციელებას დავიწყებთ,” - აღნიშნა ”ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის” რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სხვადასხვა სემინარები, ვორკშოპები და ტრენინგები ISO-ს განათლების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაიმართება.