გამორიცხული არ არის, რომ მოხდეს ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირება, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბუნებრივი აირის ტარიფების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მოლოდინებს რაც შეეხება, დაველოდოთ, არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირება, თუ რამდენით, როგორ, ამაზე მარეგულირებელი კომისია მუშაობს და გვეცოდინება. შეიძლება არც მოხდეს გაძვირება, ამიტომ დაველოდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გაზის სექტორში მოქმედმა კომპანიებმა ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვის მოთხოვნის სემეკს დაახლოებით, 2 თვის წინ მიმართეს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მათი სატარიფო განაცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.