რუსულმა ავიაკომპანია „ურალის ავიახაზებმა“ სოჭი-თბილისისა და ქუთაისი-სანკტ პეტერბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განხორციელება დაიწყო.
კომპანიის საქართველოს წარმომადგენლის ანზორ კავთიაშვილის განცხადებით, სოჭი-თბილისის მიმართულების ფრენები კვირაში ორჯერ A320 მოდელის თვითმფრინავით შესრულდება.
დღესვე „ურალის ავიახაზებმა“ ქუთაისი-სანკტ პეტერბურგის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო. აღნიშნული მიმართულებით საწყის ეტაპზე ფრენები კვირაში ერთხელ ოთხშაბათობით განხორციელდება.
სოჭი-თბილისის რეისის ბილეთის მინიმალური ფასი 12 ათას 950 რუბლს (დაახლოებით, 551 ლარს) შეადგენს. „ურალის ავიახაზები“ ერთადერთი რუსული ავიაკომპანიაა, რომლსაც თბილისში პირდაპირი ფრენები აქვს.