ინტერნეტ რეკლამის შემოსავლებმა გასულ წელს, აშშ-ის სარეკლამო ბაზარზე პირველად გადაუსწრო სატელევიზიო რეკლამისგან მიღებულ შემოსავლებს.
PricewaterhouseCoopers-ისა და IAB-ის ერთობლივი ანგარიშის თანახმად, 2016 წელის ინტერნეტ რეკლამა გაცილებით უფრო დიდი ბიზნესი გახდა, ვიდრე სატელვიზიო რეკლამა.
ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ციფრული რეკლამისგან მიღებული შემოსავლებით თითქმის 22%-ით გაიზარდა და 72.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება სატელევიზიო რეკლამას, შარშან აშშ-ში სატელევიზიო რეკლამის შემოსავლებმა 71.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
სპეციალისტთა პროგნოზით, 2017 წელს ინტერნეტ რეკლამის შემოსავლების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. eMarketer-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს ციფრული რეკლამის შემოსავლები კიდევ 15,9 პროცენტით - 83 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება.
ანგარიშის თანახმად, მობილური ვიდეორეკლამები ყველაზე სწრაფად განვითარებადი სეგმენტი აღმოჩნდა, რომელმაც გასულ წელს აშშ-ის სარეკლამო ბაზარზე 4,2 მილიარდი დოლარის ოდენობის მოგება ნახა.
გასულ წელს მობილური რეკლამების მთლიანი შემოსავლების 47% ანუ 17.2 მილიარდი აშშ დოლარი საძიებო რეკლამაზე მოდიოდა, მაშინ როდესაც დესკტოპის პროცენტული მაჩვენებელი პირველად წინა წელს, 13%-ით დაეცა და 17.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.