ლევან რაზმაძე სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდა.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან იუწყებიან, შეხვედრაზე ბიზნესმენებმა ცალკეული ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებით ზოგიერთი პრობლემური საკითხი დააყენეს. ასევე, წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები და ამ პრობლემების გადაჭრის წინადადებები. სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს გააანალიზებს და მათზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.

როგორც ლევან რაზმაძემ განაცხადა, ასეთი ტიპის შეხვედრები სწორედ იმისთვის ტარდება, რომ ამ კუთხით არსებული პრობლემები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და ბიზნესს მაქსიმალური ხელშეწყობა ქონდეს.

შემდეგი შეხვედრა 17 მაისს სასტუმროს სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან ჩატარდება.