"ბიზნესპრესნიუსის" გამოკითხვით, რესპონდენტთა 20.8% უვიზოდ მოგზაურობას იტალიაში აპირებს

„ბიზნესპრესნიუსზე“ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 20.8%-ის თქმით, უვიზოდ მოგზაურობას იტალიაში აპირებს.

გამოკითხვაში მონაწილეთა 19.7% უვიზოდ მოგზაურობას აპირებს, თუმცა რომელ ქვეყანაში, არ აკონკრეტებს.

18.9% უვიზოდ მოგზაურობას გერმანიაში ფიქრობს, 13.3% - ესპანეთში, 11.2% კი უვიზოდ ისლანდიაში გეგმავს მოგზაურობას.  6.7%-მა სამოგზაუროდ ნორვეგია აირჩია, ხოლო საფრანგეთსა და შვეიცარიაში უვიზოდ მოგზაურობას თანაბარი - 4.7% ფიქრობს.

სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 467-მა ადამიანმა მიიღო. გამოკითხვა საიტზე 8 მარტიდან 4 აპრილამდე მიმდინარეობდა.