აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩიკაგოში, ქალაქის ისტორიულ „ჯექსონ პარკში“ საპრეზიდენტო ცენტრის გახსნას გეგმავს. ცენტრის კონცეპტუალური დიზაინი თავად ობამამ წარმოადგინა.
ბარაკ ობამას განცხადებით, ქალაქის ამ ნაწილში კამპუსის აშენება ხელს შეუწყობს რაიონს, თავი დაააღწიოს სიღარიბესა და კრიმინალს.
წარმოდგენილი პროექტი ითვალსიწინებს სამ ნაგებობას - მუზეუმს, ბიბლიოთეკასა და ფორუმს. შენობაში განთავსდება ყოფილი პრეზიდენტის საქველმოქმედო ორგანიზაციაც Obama Foundation.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კამპუსის მუზეუმი, რომელიც თავის მხრივ ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება სამ ნაგებობას შორის, მოიცავს საგამოფენო სივრცეს, საზოგადოებრივ სივრცეს, ოფისებს და საგანმანათლებლო და საკონფერენციო დარბაზებს, ხოლო ფორუმი და ბიბლიოთეკა ორიენტირებული იქნება კვლევებსა და ფონდის პრაგრემებზე.
სამომავლოდ ცენტრში 300 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ხოლო მის მშენებლობაზე 1500 ადამიანი დასქმდება. კამპუსის მშენებლობის დასრულებას სულ მცირე 5 წელი დასჭირდება.
აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის თქმით, ცენტრი მომავალ თაობებს საჭირო განათლებისა და უნარ-ჩვევების მიღებაში დაეხმარება, რათა ისინი ღირსეული ლიდერები გახდნენ.
კოკა კვირკველია