როგორი იქნება განახლებული მშვიდობის მონუმენტი გუდაურში? (+ფოტო)

გუდაურის სარეკრეაციო ზონაში მდებარე ე.წ. მშვიდობის მონუმენტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 1 თვეში დაიწყება. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გივი ქირიკაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, სამშენებლო სამუშაოების შესახებ ტენდერი სავარაუდოდ ხვალ გამოცხადდება. რაც შეეხება საპროექტო სამუშაოებს, „მშვიდობის მონუმენტის“ რენოვაციისა და რეაბილიტაციის პროექტი კომპანია Saxon-მა Idaaf Architects-სთან თანამშრომლობით შეასრულა.

„სატენდერო სამუშაოები სავარაუდოდ 1 თვეში დასრულდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება, რომელთა ფარგლებშიც მოხდება მონუმენტის რეაბილიტაცია-გამაგრება, მისასვლელი ბილიკები და პარკინგი მოეწყობა, ტერიტორიაზე ასევე იქნება მცირე ზომის კაფე და საკონფერენციო დარბაზი", - განაცხადა ქირიკაშვილმა.

პროექტის ღირებულება ჯამში 2 მილიონი ლარია. რაც შეეხება საპროექტო სამუშაოებს, „მშვიდობის მონუმენტის“ რენოვაციისა და რეაბილიტაციის პროექტი კომპანია Saxon-მა Idaaf Architects-სთან თანამშრომლობით შეასრულა.

იხილეთ ფოტოგალერეა