მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდები წლიდან წლამდე სულ უფრო მეტს ხარჯავენ ინტერნეტ რეკლამაზე.
შედეგად, აშშ-ში პირველად რეკლამის ისტორიაში გასულ წელს ინტერნეტ რეკლამის შემოსავლებმა სატელვიზიო რეკლამის შემოსავლებს გადაუსწრო.
IAB-ის მონაცემებით, 2016 წელს ინტერნეტ რეკლამის შემოსავლები 22%-თ 72,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, სატელევიზიო რეკლამის შემოსავლებმა კი 69 მილიარდი დოლარი შეადგინა.
IAB-ის ანგარიშის თანხმად, ინტერნეტ რეკლამაში ბიუჯეტს არ იშურებენ მსხვილი სექტორები.
გთავაზობთ 10 მსხვილ სექტორს, რომელიც ყველაზე მეტს ხარჯავს ინტერნეტ რეკლამაში.
უძრავი ქონების ბაზარი - 21%
ფინანსური სერვისი - 13%
ავტობაზარი - 12%
ტელეკომი - 9%
დასვენება და ტურიზმი - 9%
საყოფაცხოვრებო პროდუქტები - 6%
კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა - 7%
ჯანდაცვა - 5%
მედია - 5%
გართობა - 4%