სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის აპრილში სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი განახორციელა.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო იუწყება, შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა 141 ბიზნესოპერატორი, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 13 ბიზნესოპერატორს, მათ შორის: პურისა და პურფუნთუშეულის, ნახევარფაბრიკატების, რძისა და რძის პროდუქტების საწარმოებსა და სარეალიზაციო ობიექტებს, 2 მარკეტს, საზოგადოებრივი კვების 5 ობიექტსა და ცხოველთა 1 სასაკლაოს.
”მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 676 ინსპექტირება, მათ შორის თბილისში ინსპექტირებულია 209 ბიზნესოპერატორი; აღიარების მინიჭების მიზნით შემოწმდა 27 ბიზნესოპერატორი, გაცემული რეკომენდაციების შესრულება გადამოწმდა 237 ბიზნესოპერატორთან.
სურსათის ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია 167 ნიმუში.
დოკუმენტურად შემოწმდა 756 ობიექტი (111 ბიზნესოპერატორი თბილისში), მათ შორისაა აგრარული ბაზრები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცის, ხორცპროდუქტების, რძის, რძის პროდუქტების, თევზის, პურფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები.
შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა 141 ბიზნესოპერატორი, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 13 ბიზნესოპერატორს, მათ შორის: პურისა და პურფუნთუშეულის, ნახევარფაბრიკატების, რძისა და რძის პროდუქტების საწარმოებსა და სარეალიზაციო ობიექტებს, 2 მარკეტს, საზოგადოებრივი კვების 5 ობიექტსა და ცხოველთა 1 სასაკლაოს.
მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით, სააგენტოს სპეციალისტებმა სულ 3867 სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. შემოწმების შედეგად დაჯარიმდა 336 ბიზნესოპერატორი, ხოლო საწარმოო პროცესი 53 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.